ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 250-მდე საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა – ასეთი ტერორისტების შეჩერება მხოლოდ გამბედაობას შეუძლია

უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა გადაიტანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 1 250 საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
„მხოლოდ გამბედაობას შეუძლია შეაჩეროს ასეთი ტერორისტები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და შევამციროთ რუსეთის უნარი, განახორციელოს უკრაინის ტერორი“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, ს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ჰქონდეს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ნავთობის ფასის დაწევა, ერთიანობით მოქმედება და ადამიანების სიცოცხლის გაბედულად დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორი – ვაგონების პირველი 4 შემადგენლობა მომავალი წლის ნოემბრიდან დაიწყებს შემოსვლას და 2027 წლის თებერვალში დასრულდება, დანარჩენ ვაგონებს კი 5 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ

ვეფხია კასრაძე – 4 წევრი ვართ „ლელოდან“ დაკავებული და ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები? – არავის ვესხმით თავს და თუ განსხვავებული აზრი და სტრატეგია ღალატია, ამიხსნან და ნამდვილი ღალატი რა არის, ვეტყვი