თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა.
მან გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ინტერვიუ მისცა „მთის ამბებს“, სადაც ამბობს, რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.
კერძოდ, 2023 წლის ივლისში პროკურატურამ თეა გოდოლაძეს ბრალი 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თეა გოდოლაძეს ყოფილმა პარტნიორმა უჩივლა, რომელიც მანამდე თავად იყო ბრალდებული თეა გოდოლაძეზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. გოდოლაძეზე ძალადობის ბრალდებით მისი ყოფილი პარტნიორი კაცი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ძალადობაში ბრალდებული კაცი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
ინფრომაცია იმის შესახებ, რომ თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული სახელისუფლებო ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ს ტრაგედიის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გაავრცელა. იმ პერიოდში, როცა თეა გოდოლაძე გოდოლაძე აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის გამო.
თავად თეა გოდოლაძე მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი შავი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიც პროფესიონალი ქალის ღირსების შელახვა და გაჩუმება იყო. როგორც ის ამბობდა, მისი პირადი ცხოვრებით შანტაჟი არ გამოუვიდოდათ. თუმცა, „მთის ამბებთან“ თეა გოდოლაძე ამბობს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალადობაში ბრალდებული მისი ყოფილი პარტნიორის გამართლებამ, მისი დაკავების საფრთხე რეალური გახადა.
ამასთან, თეა გოდოლაძის თქმით, იყო მისი გაჩუმების სხვა მცდელობებიც და მას მიუგზავნეს ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ მიუთითა „საზოგადოებასთან ურთიერთბის კუთხით რა უნდა დაერა და რა არა“. მისი თქმით, ამაზე უფრო დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, როცა ქვეყანა დატოვებული იქნება.
როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, ის ბრძოლად გარედან გააგრძელებს.
„უკვე რეალური საფრთხეა, რომ ქვეყანაში ვეღარ დავბრუნდე რეჟიმის პირობებში. მე მიფიქრია იმაზე, რომ დავრჩე და ბოლომდე თავი შევაკლა, ჩავჯდე ციხეში და ა.შ. მაგრამ მქონდა კომუნიკაცია ამერიკელ მეგობრებთან, ლოკალურ მეგობრებთან… და ჩემი ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს ვერ შევცვლი. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ“, – განაცხადა თეა გოდოლაძემ „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.