პოლიციამ იტალიაში 19 ქართველი “ბადანტე” დააკავა, მათ დეპორტი ემუქრებათ

ყალბი დოკუმენტების საქმეზე იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს, რომლებიც იქ მომვლელებად მუშაობდნენ. დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ წინააღმდეგ საჩივარია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში მომუშავე ქართული ემიგრანტული მედია, Ermes.tv ავრცელებს უდინეს პროკურატურაზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ის, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველების მიერ უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვიანობა ფისკალური კოდის მისაღებად. ყველა მათგანს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირადობის მოწმობები ჰქონდათ (, პოლონეთი, ლიეტუვა), რაც მათ იტალიაში ლეგალურად მუშაობის უფლებას აძლევდათ. ისინი ამ კოდს უდინეში იღებდნენ და შემდეგ სამუშაოდ სხვა რეგიონებში გადადიოდნენ. უდინეს საგამოძიებო უწყებებში დაეჭვდნენ, რომ ეს დოკუმენტები ყალბი იყო. არსებული ინფორმაციით, ისინი საზღვარგარეთ დაამზადეს 600 ევროს სანაცვლოდ.
ჩხრეკა იტალიის არაერთ ქალაქში ჩატარდა. 19 პირი დააკავეს, ხოლო 17 პირის მიმართ ასევე მიმდინარეობს წარმოება.
თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია