მარია რესა: ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან…მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს

“ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან… მზია ამაღლობელი დღეს ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს,” – ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ჟურნალისტმა, მარია რესამ ს იუბილეს დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საარჩევნო პროტესტს ვხედავთ მთელ მსოფლიოში, ვენესუელიდან-მოზამბიკამდე. არის საქართველოშიც, სადაც ფართომასშტაბიანი პროტესტი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ დეკემბრიდან უკვე ყოველდღიურ პროტესტად გადაიქცა. და დღეს მესამოცე დღეა, რაც საქართველოს ქუჩებში მასობრივი პროტესტი მიმდინარეობს.

ჟურნალისტები და აქტივისტები ნაცემი და დაკავებულები არიან. ჟურნალისტებს პროტესტის დროს ეკავათ ჩემი წიგნი, რომლის სათაურია “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”. გამომძიებელი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, დღეს, ციხეში შიმშილობის მეთოთხმეტე დღეს იწყებს. მან თქვა: “იმიტომ რომ არ შემიძლია გავჩუმდე,” – განაცხადა მარია რესამ. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე მარია რესას წიგნით “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი” მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ