მაია სანდუ კიევში ჩავიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მაია სანდუს ცნობით, კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით გაემგზავრა.
„ჩვენ უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობისა და ევროკავშირის გზაზე ურთიერთდახმარების საკითხებს განვიხილავთ. მოლდოვა საიმედო მეზობლად რჩება“, – წერს სანდუ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს