TV პალიტრანიუსი: ლოგოს უნებართვოდ გამოყენება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ყველას ვთხვოთ, პატივი სცენ კანონს

“დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც გადაღებულია წელიწადნახევრის წინ დაბეჭდილი ბანერის ფონზე.
მაშინ „პალიტრანიუსი“ იყო ერთ-ერთი ღონისძიების მედიაპარტნიორი.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორებმა გამოიყენეს ძველი ბანერი.
მათ „პალიტრანიუსისთვის“ არ მოუმართავთ ლოგოს გამოყენების უფლების მოსაპოვებლად და არც თანამშრომლობის თხოვნით. შესაბამისად, ტელევიზია ამ ღონისძიების პარტნიორი არ არის.

ლოგოს უნებართვოდ გამოყენება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ყველას ვთხვოთ, პატივი სცენ კანონს,” – განცხადებას TV პალიტრანიუსი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ამას მობილიზება სჭირდება, ივანიშვილი უძლეველი არ არის – თუ ამკრძალავენ, სხვა პოლიტიკოსს დავუჭერ მხარს, დავრჩები რიგით აქტივისტად