პარლამენტთან აქცია განახლდა – საავტომობილო გზა გადაკეტილია

პარლამენტთან აქცია განახლდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას თბილისის სხვადასხვა ლოკაციიდან რამდენიმე მარში შეუერთდა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უწყვეტი პროტესტის 58-ე დღესაც უცვლელი მოთხოვნით დაიკავეს – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქცია მშვიდობიან რეჟიმში მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ივანიშვილის ამოცანაა, ე.წ. სუვერენული დემოკრატია, 2028 წლის არჩევნები “ჩიტების ჭიკჭიკის” ფონზე უნდა ჩატარდეს – მხოლოდ პარტიებთან კი არ აქვს პრობლემები, ირაკლი კობახიძეც პოლიტიკურ ეშაფოტზეა, მაგრამ მომენტს ვერ არჩევს