ლევან ბეჟაშვილი – საქართველო იმსახურებს არა მარტო კანდიდატის სტატუსს, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ექნება, მაგრამ არც ოპოზიცია გაურბის, ჩვენც გვექნება ჩვენი ხედვები

ყველზე მნიშვნელოვანი, არსებითი წვლილი ევროინტეგრაციის პროცესში შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.
ს თქმით, ხვალინდელი დღე, როდესაც ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არის პროცესის დასასრული, არამედ ხვალიდან დაიწყება ახალი პროცესი, რადგან საქართველო იმსახურებს არა მარტო კანდიდატის სტატუსს, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.
„ხვალინდელ დღესთან მიმართებაში უნდა გავიხსენოთ ყველა, ვინც აქამდე მოიყვანა ვითარება. ყველა ხელისუფლების წარმომადგენელმა გარკვეული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მაგრამ მგონი, საზოგადოება აღიარებს, რომ ყველზე მნიშვნელოვანი, არსებითი წვლილი პროცესში შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სწორედ 2003 წლიდან მოყოლებული რეფორმების შემდეგ მოხდა საქართველოს აღიარება ევროპულ ასპარეზზე და ის შედეგები, მიღწევები, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, სწორედ ამ რეფორმების გამოძახილია.
მეორეს მხრივ, ხვალინდელი დღე არ არის პროცესის დასასრული, ხვალინდელი დღიდან დაიწყება ახალი პროცესი, იმიტომ, რომ საქართველო მართლა იმსახურებს არა მარტო კანდიდატის სტატუსს, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, როგორც მოლდოვა და . ბუნებრივია, კიდევ უფრო აქტუალური ხდება შემდგომი რეფორმების გატარების აუცილებლობა. ხელისუფლებას ექნება ეს პასუხისმგებლობა, ამ პასუხისმგებლობას არც ოპოზიცია გაურბის და დარჩენილ ცხრაპუნქტიან რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენც გვაქვს და გვექნება ჩვენი ხედვები.
ხვალინდელ დღეს მოლოდინით ვხვდებით. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ, იმიტომ, რომ პირველ რიგში ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ის გამარჯვება, რომელიც ხვალინდელ დღეს უკავშირდება. ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსის მიღება დაიმსახურა 6-7-8 მარტის აქციების დროს. ასიათასობით საქართველოს მოქალაქემ პირადად, გამოხატვის თავისუფლებით დაიცვა ევროკავშირის ღირებულებები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართველი ხალხი ბრძოლით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჭაშვილის განცხადებით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მადლობა პირველ რიგში ქართველ ხალხს ეკუთვნის.
„მადლობა პირველ რიგში ეკუთვნის ქართველ ხალხს. პირადად ქართველმა ხალხმა, ასი ათასობით მოქალაქემ დაიცვა ევროკავშირის დროშა, ღირებულებები, ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს და მოითხოვს ხელისუფლებისგან რეფორმის გატარება. ბუნებრივია გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვანია. საქართველოს გარშემო არსებული ვითარება კიდევ უფრო მეტად ავალდებულებდა ჩვენს ევროპულ პარტნიორებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში პოზიტიური გადაწყვეტილება მიეღოთ. ყველაზე სუსტი რგოლი ამ პროცესში იყო საქართველოს ხელისუფლება. მთელი ერთი წლით დააგვიანა ხელისუფლებამ აქტიური მოქმედებები. 12 – პუნქტიანი გეგმა, რომელიც სავალდებულო იყო, სანახევროდაც კი არ შესრულდა. ყველას კარგად ახსოვს რიტორიკა, ხელისუფლების ლიდერები როგორ საუბრობდნენ ევროკავშირზე, რომ ევროკავშირს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. პრაქტიკულად ქვეყანამ შეიცვალა პროდასავლური კურსი და რუსულ კურსზე გადავიდა. მიუხედავად ამ პროცესებისა, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ამ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.