„პალიტრა L-მა“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია დაიწყო

„პალიტრა L-ი“ აქციის ფარგლებში „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ს რომანს „ჯაყოს ხიზნებს“ გთავაზობთ. მიღებულ თანხას გამომცემლობა სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ოჯახს გადაურიცხავს. კამპანია 24 იანვარს დაიწყო.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში სასურველ ფასად შეიძინონ ს რომანი „ჯაყოს ხიზნები“. თითოეული მოქალაქის მიერ გადახდილი 5 ლარამდე თანხის 10% გადაერიცხება პატიმრის ოჯახს, მეტის გადახდის შემთხვევაში კი – თანხა სრულად ბენეფიციარს მოხმარდება.
ცნობისთვის, ვე­ფხია კას­რა­ძე, ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის ვე­ტე­რა­ნია. ის 4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მონაწილეო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა წარ­დგე­ნილ ბრალს არ აღი­ა­რებს და თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.