სააკაშვილთან თანამშრომლობას მთლიანად გამოვრიცხავ – ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს:
თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა, შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე. მორალურად გამიმარტივდება. [ეს] არ ნიშნავს რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება, მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წამოუდგენელი – ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად”.
ახალი პარტიის პრეზენტაციას ის 2024 წლის დასაწყისში გეგმავს და ამბობს, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და სხვა პარტიებთან გაერთიანება წინასაარჩევნოდ არ განიხილება.