ფიცო გადატრიალების მცდელობაზე საუბრობს

„არსებობს ქუჩის საპროტესტო აქციებისა და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის გეგმები“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა რობერტ ფიცომ.
ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა ის გააფრთხილეს, რომ არსებობს „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი არეულობის ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე. მას არანაირი სამხილი არ წარმოუდგენია.
პროტესტების ორგანიზატორებმა და ოᲞოზიციურმა პარტიებმა მკაცრად უარყვეს ფიცოს ბრალდებები და აღნიშნეს, რომ პრემიერი ბოროტად იყენებს უსაფრთხოების სამსახურებს და ოპონენტების ხმის ჩახშობას ცდილობს, რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მიზნით.
ამ კვირაში მან განაცხადა, რომ ოპოზიციური ჯგუფები პროტესტის ესკალაციას და ქაოსის შექმნას ცდილობენ, მათ შორის სამთავრობო შენობების დაკავებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება