„დღეს ერთ რამეს გთხოვთ” – ზელენსკიმ EU-ს ლიდერებს მიმართა

გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილე ევროკავშირის 27 ლიდერს ვიდეო ბმულით მიმართა და თქვა:
„ეს დღე ჩვენს ისტორიაში შევა, ჩვენთვის კარგია თუ ცუდი, ისტორია ყველაფერს ჩაიწერს. ყოველი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქმედება და უმოქმედობა, ვინ რისთვის იბრძოდა… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა არ ჩავარდეს გაურკვევლობაში. დღეს არავის სურს ევროპა არასაიმედოდ ჩაითვალოს, ან ვერ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მან თავად მოამზადა.
დღეს ერთ რამეს გთხოვთ – არ უღალატოთ ხალხს და მათ რწმენას ევროპის მიმართ. თუ არავის სჯერა ევროპის, რა დაეხმარება ევროკავშირს გადარჩენაში? ევროპაში ხალხი ვერ ნახავს სარგებელს, თუ მოსკოვი ბრიუსელიდან პასს მიიღებს უკრაინის მიმართ ნეგატივის სახით, პუტინი ამას აუცილებლად გამოიყენებს მთელი ევროპის წინააღმდეგ.”
შეგახსენებთ, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს. იქამდე კი ბრიუსელში სამიტი მიმდინარეობს. უნგრეთის პრორუსი პრემიერი ევროკავშირის გაფართოებას მხარს არ უჭერს და უკრაინის მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ბლოკავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია