“გადავრჩი” კოჭის ბზარით – გაუფრთხილდით თავებს” – რა მოხდა წერეთლის გამზირზე? – წერილი სოციალური ქსელიდან

“გადავრჩი” კოჭის ბზარით – გაუფრთხილდით თავებს” – რა მოხდა წერეთლის გამზირზე? – წერილი სოციალური ქსელიდან
წერეთლის ამბებზედ: ოქტომბრის ამბავია და დიდხანს ვიფიქრე გამესაჯაროებინა თუ არა, მაგრამ ჩათვალეთ ეს პოსტი გაფრთხილებად რადგან არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი ვისაც ასეთი ამბავი გადახდა. ავტობუსები ვარდება თხრილში და მე რაღა გავხდი… არც ჩემი ვინაობაა მნიშვნელოვანი. 13 თუ 14 ოქტომბერს, დინამოსთან, დღისით, მზისით, ხაზგასმით მშრალ ამინდში, ფეხქვეშ ყურებითა და ფეხაკრეფით სიარულით literally მიწა გამისკდა და ჩამივარდა ფეხი. გამიმართლა, ღმერთმა გადმომხედა თუ რაც მოხდა, ფაქტია – “გადავრჩი” მხოლოდ კოჭის ბზარით. იმაშიც გამიმართლა რომ სახლიდან ვმუშაობ, თუმცაღა ამ შემთხვევამ ერთიორად შემიზღუდა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა, დამაზარალა ფინანსურად და მენტალურად. ყველაზე საწყენი კი ის იყო რომ იქვე მდგარმა 4-მა მუშამ ყურიც არ შეიბერტყა, არათუ მომეხმარა ხვრელიდან ამოძვრომაში. ხვრელში იყო კაბელები… ნორმალურ ქვეყანაში ამ ზიანს მორალურთან ერთად იქ მომუშავე კომპანია ამინაზღაურებდა, თუმცაღა, ისევე – მანქანები ვარდება და ავტობუსები და ჩემი შემთხვევა ამასთან რა მოსატანია (ეს სარკაზმით). ტრავმა და ამინდის ცვლილებაზე ტკივილი მთელი ცხოვრება გამყვება, ჩვენი თანამოქალაქეები კი ამჯერად ტალახში დაცურავენ. გაუფრთხილდით თავებს, კალოშას ქალაქში ყველას რეალურად კოჭზე ჰკიდიხართ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?