ზვიად მაისაშვილის სასტიკად ცემის ფაქტზე ამ დრომდე არავინ დასჯილა

ზვიად მაისაშვილმა, რომლის სასტიკად ცემის ფაქტმა, მსოფლიო მედია მოიარა ამ დრომდე არ იცის ვინ გაიმეტა ასე სასტიკად.
კადრებში ჩანს, რომ პროევროპული აქციის დაშლისას ახალგაზრდა კაცს ერთი, შავებში ჩაცმული ნიღბიანი წიხლს, მეორე ფეხის ქუსლს ჩაარტყამს სახეში და მესამე, დახმარების სათხოვნელად წამოწეულს, ისევ წიხლს დაუმატებს.
ზვიად მაისაშვილი ამბობს, რომ გამოძიების დასრულების იმედი არ აქვს:
დილის 7:00 საათი იყო, როცა ჩემზე თავდასხმა მოხდა, ეს ის დროა, როცა აქციას არბევდნენ. მქონდა ცხვირის არეში დაზიანება, მოტეხილობა, ასევე მქონდა ტვინის შერყევა. გათიშული ადამიანი ძლივს დგება ფეხზე და მაგ დროს თავში მთელი ძალით კიდევ ურტყამ, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მოპყრობაა. რა თქმა უნდა დამნაშავე გამოვლენილი არ არის და არც არანაირი მზაობა და მოტივაცია არ ყოფილა, დამნაშავე გამოევლინა. გამოძიება დროში იწელება და რამეს თუ გამოიძიებენ არ ვიცი”- ამბობს ზვიად მაისაშვილი.
30 ნოემბრის დილიდან სოციალური ქსელი ააფეთქა ვიდეოკადრებმა, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს სპეცრაზმი ძირს დავარდნილ ახალგაზრდას.

ასევე დაგაინტერესებთ