“დედაჩემს, პალიატიურ პაციენტს, განვმარტავ, პალიატიური პაციენტი არის ის პაციენტი, რომელსაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადება […] ორადორი კონტაქტი ჰყავდა ასეთ პაციენტს, ასეთი პაციენტები არიან მოწყვლადი ნებისმიერი დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემის მიმართ, ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მათი გარდაცვალება, აი, მხოლოდ ამ მომენტამდე გთვლით თქვენ, თქვენი გადაწყვეტილებითა და მოთხოვნით აღკვეთის ღონისძიების გამო მკვლელად, იმიტომ, რომ იძულებული გავხდით, დედაჩემი გადაგვეყვანა ჰოსპიტალში – მართალია, ეს ჰოსპიტალია, მაგრამ მე ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, იგივე პირობები მქონდა შექმნილი სახლში – 5 ცვლა მუშაობს ექიმების, დაახლოებით, 40 კაცამდეა საუბარი.
თქვენ გაზარდეთ პაციენტის ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. მერე, მიზეზ-შედეგობრივად რა მოხდა, თქვენგან განსხვავებით, მე სიმართლის და სამართლის მხარეს ვარ და არ ვიკადრებ, დაგაბრალოთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. მაგრამ ის, რაც მე შემოგთავაზეთ აღკვეთის ღონისძიების ალტერნატივად – ვიქნებოდი მე მისამართზე მე საბურთალოზე თუ ვიქნებოდი მე გლდანში, დანარჩენი ყველა თავისუფლება, რომლებიც შეზღუდულიყო […] მათ შორის შემოგთავაზეთ, თუკი, რამე კიდევ არის, რაც გამომრჩა-თქო, დაამატეთ და მე იმას შევასრულებ-მეთქი. არცერთი არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის. მათ შორის არ მომეცა საშუალება, ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება, რომელიც აბსოლუტურად ყველა პაციენტს აქვს ჩემი პრაქტიკის მანძილზე გავლილი.
არცერთი პაციენტი არ გამიშვია ამ ქვეყნიდან იმ დამატებითი ძალისხმევის გარეშე, რომელიც ყველა სამედიცინო პროტოკოლს სცდება და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ჩემმა კოლეგებმა ეს წყლის ნაყვად შემიფასონ, მაგრამ კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან ცოცხლები, რომ მე 40 წუთის მაგივრად, მე 2 საათი არ შევწყვიტე მათი დახმარება. ეს კონკრეტული ადამიანები ცოცხლები დადიან, პატარა ბავშვები იყვნენ, რომლებიც დღეს თინეიჯერები არიან.
თქვენ თქვენი დაუსაბუთებელი და უსისხლო, უგრძნობი გადაწყვეტილებით, არ მომეცით საშუალება ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტთან ზუსტად იგივე ნაბიჯები გადამედგა, რომელიც თითოეულ ჩემს პაციენტს აქვს მიღებული.” – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.