ორბანს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამიტის წინ საუბარი არ სურს

14 დეკემბერს, ევროკავშირის სამიტის წინ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ბლოკმა ჯერ არ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანების თაობაზე. სთვის, რომელიც თავს ს სრულმასშტაბიანი თავდასხმისგან თითქმის ორი წელია იცავს, ევროპული მხარდაჭერა ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ობრანი ასევე ბლოკავს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარის) ფინანსური დახმარების მიწოდებას. თუმცა, ასევე მიანიშნებს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკება და გარკვეული კომრომისები გამორიცხული არ არის.
უკრაინის დასავლური დახმარება შეერთებული შტატებიდანაც შეფერხებულია. ამერიკის კონგრესს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია უკრაინის დახმარების დაახლოებით 60-მილიარდიანი ბიუჯეტი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონმდებლებს წარუდგინა.
უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას ბლოკის 27 ქვეყნიდან, უნგრეთის გარდა, ყველა მხარს უჭერდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის აბსოლუტური თანხმობაა საჭირო და ბუდაპეშტს ვეტოს უფლება აქვს.
“უნგრელები… წნეხის გამო თავს არ დახრიან”, – თქვა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ჩასულმა ორბანმა. “არსებობს წინაპირობები, რომლებიც არ შესრულებულა. საბჭო იმ პოზიციაში არ არის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს” – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. “ჩვენ გაგვაჩნია პოზიცია და მას დავიცავთ” – დასძინა ორბანმა.
ევროპის კავშირისადმი გაკეთებულ მიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტმა მ მოკავშირეებს კიევის გვერდში დგომა კიდევ ერთხელ სთხოვა. “დღეს ერთ რამეს გთხოვთ, ნუ უღალატებთ ხალხს და მათ ევროპისადმი რწმენას” – უთხრა ვიდეომიმართვაში უკრაინის ლიდერმა ევროკავშირის ლიდერებს.