რობერტ ფიცო – არსებობს გეგმები, რომელიც ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს – სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის “მაიდანში”

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ არსებობს „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე.
„არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს“, – განაცხადა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ხერხეულიძე: 14 წელია მიხეილ სააკაშვილი აღარ არის უმაღლესი თანამდებობის პირი. აქედან მეხუთე წელია იმყოფება პატიმრობაში. მთელი ამ დროის განმავლობაში, ა რ ც ე რ თ ყოფილ თანამდებობის პირს მის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება