რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს

სულ მცირე 16 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე ს მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად.
აფეთქებები დღეს, 23 იანვარს გამთენიისას მოხდა. დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, 16 დაშავებულიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის ოთხი მაშველია.
ზაპოროჟიეზე დრონებით შეტევა იყო 22 იანვარს, ღამითაც. ერთ-ერთ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსული წყაროების ცნობით, დარტყმის სამიზნე ელექტროსადგური იყო. ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი ს მიერაა ოკუპირებული.
რუსეთის ჯარები უშედეგოდ ცდილობენ მთლიანად რეგიონზე, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ზაპოროჟიეზე კონტროლის დამყარებას.