რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს, დაღუპულია ერთი და დაშავებულია 24 ადამიანი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიას დაარტყეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 24 ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 2 თვის ბავშვია.
ფედოროვის განცხადებით, გამთენიისას ზაპოროჟიეში ოთხი აფეთქების ხმა გაისმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 4 მაშველია. დაზიანებულია რამდენიმე საცხობრებელი სახლი და სხვა შენობა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს ჩეჩენი ქალის, ლაურა ავტორხანოვას გატაცების შესახებ ინფორმაციაზე – საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება – ის გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში