ტრამპი 500 მილიარდიან პროექტს იწყებს, სიმსივნის განკურნების მიზნით

დო­ნალდ ტრამ­პი 500 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექტს იწყებს – გეგ­მა, სა­ხელ­წო­დე­ბით Stargate, მიზ­ნად ისა­ხავს მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბის შეკ­რე­ბას კი­ბოს გან­კურ­ნე­ბის მიზ­ნით.
AI ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რებ­თან OpenAI-სთან, SoftBank-თან და Oracle-თან ერ­თად და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს “უზ­რუნ­ველ­ყოს ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მო­მა­ვა­ლი“. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, და­ფი­ნან­სე­ბამ შე­საძ­ლოა 500 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წი­ოს. მისი ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია პი­რო­ბას დებს, რომ გა­ა­უქ­მებს ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც “აწე­სებს რა­დი­კა­ლურ მე­მარ­ცხე­ნე იდე­ებს ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე”.
· OpenAI ირ­წმუ­ნე­ბა, რომ პრო­ექ­ტი “მო­ი­ტანს უზარ­მა­ზარ ეკო­ნო­მი­კურ სარ­გე­ბელს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის”, რად­გან ტექ­ნო­ლო­გია გზას უხ­სნის “კა­ცობ­რი­ო­ბის ამაღ­ლე­ბას”.
“თქვენს გა­რე­შე ამას ვერ შევ­ძლებ­დით” – უთხრა ტექ­ნი­კუ­რი ფირ­მის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სემ ალტმან­მა ტრამპს. ალტმე­ნი თვლის, რომ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის წყა­ლო­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია “და­ა­ვა­დე­ბე­ბის სწრა­ფი ტემ­პით გან­კურ­ნე­ბა“.
Oracle-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლარი ელი­სო­ნი ახალ პრო­ექტს მხარს უჭერს.
· “რო­დე­საც გე­ნუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით და­ვად­გენთ სიმ­სივ­ნეს, შევ­ქმნით ვაქ­ცი­ნას თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის­თვის. ეს mRNA ვაქ­ცი­ნა, შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ რო­ბო­ტით ან ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 48 სა­ათ­ში.”
SoftBank-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, მა­სა­ი­ო­ში სონ­მა თქვა, რომ ეს იყო “ამე­რი­კის ოქ­როს ხა­ნის და­სა­წყი­სი”. მისი თქმით, “ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი მო­აგ­ვა­რებს იმ პრობ­ლე­მებს, რო­მელ­თა გა­დაჭ­რა­ზეც კა­ცობ­რი­ო­ბას არ უფიქ­რია”.
ცნო­ბის­თვის, დო­ნალდ ტრამპმა გა­ა­უქ­მა ბა­ი­დე­ნის რამ­დე­ნი­მე დი­რექ­ტი­ვა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის შე­ზღუდ­ვას მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი რის­კე­ბის გამო.
2023 წლის ერთ-ერთი ასე­თი ბრძა­ნე­ბა ავალ­დე­ბუ­ლებ­და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ფირ­მებს გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ უსაფრ­თხო­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი -ს მთავ­რო­ბას­თან.
2024 წლის რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის და­პი­რე­ბა­ში ეწე­რა: “ჩვენ გა­ვა­უქ­მებთ ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ხი­ფა­თო აღ­მას­რუ­ლე­ბელ ბრძა­ნე­ბას, რო­მე­ლიც აფერ­ხებს ხე­ლოვ­ნურ ინო­ვა­ცი­ას და აწე­სებს რა­დი­კა­ლურ მე­მარ­ცხე­ნე იდე­ებს ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.”
ambebi.ge