ჯინ შაჰინი – მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით

მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის პლატფორმაზე წერს.
“მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა შაჰინმა.
თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ