რატომ არ მივიდა გამოძახებაზე დროულად “სახანძრო”, რომელსაც გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდა? – კითხვა შს მინისტრს

არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით არ აქვს პრობლემა. საზოგადოებას აქვს კულტურა, როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა, გაატარონ – აცხადებს მერი კალაძე თბილისში საცობების პრობლემასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, გუშინ დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის გამო, ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანა დროულად ვერ მივიდა. ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რატომ ვერ მივიდა სანაძრო დროულად ხანძრის ადგილზე, თუ მას გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდა? დაგვიანებით შევიდა 112–ში გამოძახება? არ მოხდა გამოძახებაზე დროული რეაგირება? რატომ იდგა სახანძროს მანქანა ქუჩაში და არ მოძრაობდა, თუ საცობი არ იყო პრობლემა და თუ მას გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდა? – რაკი თბილისის მერი აცხადებს, რომ სახანძროს მანქანას გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდა, გამოდის, კითხვას, რატომ მივიდა ადგილზე დაგვიანებით სახანძრო – შს მინისტრმა უნდა უპასუხოს.
გამომდინარე იქედან, რომ გუშინ, მოქალაქეები დაგვიანებით მისულ სასწრაფო დახმარების მანქანებზეც საუბრობდნენ, იგივე კითხვებს უნდა უპასუხოს, ჯანდაცვის მინისტრმაც.
http://
http://

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?