არქივი9 ივლისი, 2026, 02:41
ეს ლექსი ტარიელ ჭანტურიამ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილსა და სევდას – შვილს ირაკლი ჭანტურიას მიუძღვნა

ტარიელ ჭანტურია 
ეს ლექსი ტარიელ ჭანტურიამ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილსა და სევდას – შვილს ირაკლი ჭანტურიას მიუძღვნა:
,,შვილო, რატომ დამტოვე მარტო,
დამისვი მუხლზე, რომ საჭე ვმართო,
თუმცა მე დამრჩა ბუხარი შენი
და ხავსიანი საფლავი ფართო.
მე შენს კეთილ გულს გაგლეჯილს სამად
ვიგონებ, როგორც დაკარგულ იმედს,
რა მოხდა, არც სხვებს არა ჰყავთ მამა,
თან სხვებსაც ჰქონდათ ბავშვობა მძიმე.
უპანთეონოდ გავალ იოლად
ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი
რა სჯობს როდესაც მარადიულად
გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი.”
ტარიელ და ირაკლი ჭანტურიები..
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.