საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
“პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიება დაიქვემდებარა. ვიდეომონიტორინგის ჩანაწერების გადმოცემაზე ბათუმის სასტუმრო „შერატონის“ უარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში გავასაჩივრეთ. საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო.
შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარეობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ”, – წერს ორგანიზაცია.