გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში ცხვარიჭამია, ლელუბანი, გლდანი, კევლიანი, თეზამი, წიწამური; 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი, ხოლო 13:00-დან 14:00 საათამდე – მომხმარებლებს მუხათწყაროში, თხინვალაში, სოფელ ლისში.14:00-დან 18:30 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ