ანტონიო გუტერეში – იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის

იმედი მაქვს, ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, ირანელები გაიგებენ, რომ მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ მკაფიოდ განაცხადონ, რომ ბირთვულ იარაღზე უარს იტყვიან და ამავე დროს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთვებიან“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და -სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით პირველი ნაბიჯი ირანმა უნდა გადადგას.
„ყველაზე აქტუალური საკითხი ირანს, ისრაელსა და -ს შორის ურთიერთობაა“, – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია