ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს.
„დღეს გადმომეცა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება,“ – აღნიშნა ქორიძემ.
ცნობისთვის, ზვიად ქორიძის განცხადებით, მას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაესხა თავს. მომხდარის დეტალებზე საუბრისას, ქორიძემ განაცხადა, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი