“ხელით ვეხმარებით”– ერთი ავარია, რომელმაც გამოიწვია ვაკის, საბურთალოს და ვარაზისხევის პარალიზება – ვიქტორ წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი, გუშინდელ საცობზე, სოციალურ ქსელში, განმარტებას აკეთებს და აქვეყნებს სქრინებს:
არაერთხელ მითქვამს, გარდა იმისა რომ ქალაქში 650 000 ავტომობილი გადაადგილდება და ეს ტენდენცია ჩემი აზრით ამასთან კატასტროფულად მზარდია, ხშირად ქალაქის პარალიზების მიზეზი მცირედი ავტო საგზაო შემთხვევებია და ის ჯაჭვურად გადაეცემა ერთი ქუჩიდან მეორეს. რაც უფრო პიკურ პერიოდში ხდება ეს ავტო საგზაო შემთხვევა მით უფრო მტკივნეულია ეს ქალაქისთვის.
შევეცდები ავღწერო ორი კონკრეტული უბნის შემთხვევა. მაგალითად დღეს 17:54 სთზე კოსტავა ჭოველიძის კვეთასთან იყო ავტო საგზაო შემთხვევა, რამაც შეაფერხა მოძრაობა მელიქიშვილზე, შესაბამისად ჭავჭავაძიდან (რამაც გამოიწვია ჭავჭავაძეზე ჩამომსვლელი ქუჩების პარალუზება და ავტომატურად შეაფერხა, ფალიაშვილი და აბაშიძე .რამაც ვაკის პარალიზება გამოიწვია) და ვარაზისხევიდან ნაკადი ვერ გავიდა მელიქიშვილზე, შესაბამისად პეკინი გმირთა მოედნის გავლით ვერ ავიდა ვარაზისხევზე და აშ. რამაც გამოიწვია საბურთალოს პარალიზება. ამას დაემატა შუა გზაში ავარიულად გაჩერებული ავტომობილი ლაგუნაზე შემდეგ დამატებით ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მელიქიშვილზე და ისევ ერთი ავარიულად მდგომი ავტომობილი ვახუშტის ხიდზე. P.S. კეთილის მოსურნეებს ვთხოვ ნუ შემოვარდებიან ფრაზებით თითქოს ეს არის საზოგადოებაზე გადაბრალების მცდელობა. არავის არაფერს არ ვაბრალებ! ეს არის უბრალოდ ორი კონკრეტული უბნის პარალიზების მაგალითი, თითქოს უმტკივნეულო ავტოსაგზაო შემთხვევების გამო.
ინფორმაციების სქრინებს თან ვურთავ მეტი სიცხადისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და მოვლენ ხელისუფლებები, რომლებიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავენ – ვიმედოვნებ, ქართველ ამომრჩეველს ეცოდინება, რას აძლევს ხმას