ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდერ სტუბს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა და ალექსანდერ სტუბმა უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, უსაფრთხოების გარანტიებისა და ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. ეს ყველაფერი თქვენს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. აღფრთოვანებული ვართ იმით, რასაც თქვენ აკეთებთ“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
„ევროპამ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად უნდა იზრუნოს. ისე, რომ მსოფლიომ ამის იგნორირება ვერ შეძლოს. ევროპამ საკუთარი თავი ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ უნდა ჩამოაყალიბოს. მნიშვნელოვან მოთამაშედ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ სოხუმის აეროპორტის უკანონო ამოქმედებისა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში საჰაერო მიმოსვლის განხორციელების დაწყების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნიკა ჩიტაძე – ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა – „ქართული ოცნება“ აჯერებს ხალხს, რომ თუ არ იქნებიან ხელისუფლებაში, იქნება ომი, „ნაცები“ დაბრუნდებიან, ევროპა ქართველობას გვართმევს