ევროპარლამენტის პრეზიდენტი – ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე

ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე, – ამის შესახებ ევროპული პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის პასუხად განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ახლა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსზე, რამდენად სწრაფად შეიძლება დაიწყოს მოლაპარაკება მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, და როგორ შეასრულა ოფიციალურმა თბილისმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები.
როგორც რობერტა მეცოლამ აღნიშნა, ევროპარლამენტი ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს საკითხებს და როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება, დაიწყება შემდეგ ნაბიჯებზე მუშაობა.
„ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროკავშირის პირობები შეასრულა. არ შემიძლია წინასწარ იმის განსაზღვრა რა შეიძლება იყოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვაცხადებდით მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…