ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

ფინეთი და აშშ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ავრცელებს.
„თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება აშშ-სთან ჩვენს თანამშრომლობას გააღრმავებს და კრიზისის შემთხვევაში შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.
შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს ფინეთის ტერიტორიაზე არსებულ 15 ობიექტზე ექნება წვდომა, სადაც იგი სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის განთავსებას შეუფერხებლად შეძლებს.
ფინეთი აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 18 დეკემბერს მოაწერს ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?