ადვოკატი – გვეუბნებიან, რომ ბაჩო ქაჯაიამ გზა გადაკეტა, რისი მტკიცებულებაც წარმოდგენილი არ არის – საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, სასამართლომ სანქცია არ უნდა გამოიყენოს

თუ გავითვალისწინებთ იმას, სასამართლო პროცესი როგორ მიდიოდა და იმ არგუმენტაციას და მტკიცებულებებს, რაც წარმოდგენილია -ს მიერ, საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს და არანაირი სანქცია გამოყენებული არ უნდა იყოს, – ამის შესახებ მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში ბაჩო ქაჯაიას ვერ პოულობს და მის მიერ გზის გადაკეტვას ვერ ასაბუთებს.
„მოწინააღმდეგე მხარეს წარმოდგენილი აქვს ზოგადი კადრები. წარმოდგენილია 15 წუთიანი მტკიცებულება და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ვიდეოში წარმომადგენელი ვერ პოულობს ბაჩო ქაჯაიას, ვერ მიგვითითებს სად დგას. თუ გვეუბნებიან, რომ გზა გადაკეტა ბაჩო ქაჯაიამ, თუ გვეუბნებიან, რომ ეს არის კადრი, სადაც ჩანს, გზა როგორ გადაკეტა, უნდა გვანახონ ბაჩო ქაჯაია სად დგას ვიდეოში, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ შეძლო წარმომადგენელმა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.