ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ვიდეოკონფერენციის ფორმატში სი ძინპინს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან გამართული საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის საფუძველს ფართო ეროვნული ინტერესები წარმოადგენს.
„ჩვენს შორის კავშირებს მეგობრობის, ურთიერთნდობის, მხარდაჭერის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის მიღების საფუძველზე ვაშენებთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი და ჩინეთი „ევრაზიის სივრცესა და მთლიანად მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობენ.
„არ უნდა დავუშვათ, რომ ფაშიზმის, ნაციზმისა და მილიტარიზმის იდეოლოგიებმა თავი კვლავ წამოწიონ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ისტორიული სიმართლე შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გვახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვში სამხედრო აღლუმს ევროპის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ, თუმცა მაშინ დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის “გაშავება” – შეიცვალა დღის წესრიგი და ამის შემდეგ რუსეთი გახდა “ოკუპანტი”