“ნუ გამოცდის, ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ” – ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს? “ქართული ოცნება” პრეზიდენტს “ნაციონალური მოძრაობის” დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტის განსხვავებული კომენტარი არ გაკვირვებიათ, თუმცა აქვე შეახსენებენ იმ რეაქციას, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვეს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ საპრეზიდენტო ვადა მშვიდობიანად დაასრულოს.
“ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლს ან ფერსაო. არც ოპოზიციაა ხარი, არც პრეზიდენტი, მაგრამ აი როგორც შეუძლია, როდესაც ხარ კოალიციაში უთავმოვარეოებთან, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, შემდეგ უკვე არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც იმ განცხადებას, გამოთქმას, წინადადებას – “არა და არასდროს”, მერე როგორსაც გინდა ისეთ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას გაუკეთებ. ამ რადიკალებთან და ხელმოცარულებთან აყალიბებს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას. არ მიკვირს.
პატიმარ სააკაშვილს და “ნაცმოძრაობას” უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქციეს, უამრავ ახალგაზრდას მისმა პოლიტიკამ მოუსწრაფა სიცოცხლე.
ნუ გამოცდის. ნუ მოაწერს ხელს. მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. რადიო “თავისუფლების” პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი