2024 წელს APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს “ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი – 357,857 ტეუ, 2023 წელი – 592,589 ტეუ, 2024 წელი – 545,297 ტეუ, 2024 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.
„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ: 2022 წელი – 47,537 2023 წელი – 80,454 2024 წელი – 74,173 გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში – 98 992 ტონა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველო ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმულას და ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

გამოძიების თანახმად, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყვნენ დაპირისპირებულები და მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს

მთავრობის ადმინისტრაცია – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს