რუსული მედია – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებს ს თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 22 დრონი ჩამოაგდეს, 12 როსტოვის ოლქში, 10 სმოლენსკის ოლქში, 6 ვორონეჟის ოლქის თავზე, 4 სარატოვის ოლქის და ერთი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.