პატივი იყო დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ხალხის წარმოდგენა – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კიდევ ერთხელ ულოცავს გაპრეზიდენტებას. სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ მისთვის ტრამპის ინაუგურაციაზე ქართველი ხალხის წარდგენა პატივი იყო.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისი ახალი პრეზიდენტობის ვადის დაწყებას. პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და საქართველოს ხალხის წარმოდგენა, რომელსაც აქვს გადაწყვეტილი აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„თავისუფლების მოედანი“ – არ ვეთანხმებით „ძლიერი საქართველოს“ გადაწყვეტილებას, ეს მათი არჩევანი კი არის, მაგრამ ყველა დანარჩენის პოლიტიკური რისკია – ამის მიუხედავად, არ ვაპირებთ მომავალი თვეები შიდაოპოზიციური ბრძოლის ველად ქცევას დავუთმოთ