“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებას ულოცავს და აცხადებს, რომ ტრამპის მმართველობამ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.
“გულრწფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე”, – წერს ის პლატფორმა X-ზე.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა.