ვლადიმერ პუტინი – რუსეთს დასავლეთში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს

დასავლეთში ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს, ჩვენ გვყავს უამრავი მხარდამჭერი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვიცი, რომ არა მხოლოდ გერმანიის ქალაქებში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ქალაქებსა და შეერთებულ შტატებში, რომ აღარაფერი ვთქვათ მსოფლიოს სხვა რეგიონებზე, ბევრს სჯერა, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთს არ ეშინია, იბრძოლოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის სხვების ხელყოფის გარეშე და ამას მხარს უჭერს.
„ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვაში მსოფლიოში უამრავი მხარდამჭერი გვყავს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან -სა და რუსეთს შორის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც შეერთებულ შტატებში შიდა ცვლილებები მოხდება და როდესაც ისინი დაიწყებენ სხვების პატივისცემას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
„როდესაც მოხდება გარკვეული შიდა ცვლილებები, როდესაც ისინი დაიწყებენ პატივისცემას სხვა ადამიანების, სხვა ქვეყნების მიმართ, როდესაც დაიწყებენ კომპრომისების გამონახვას და არა სანქციებითა და საომარი მოქმედებებით საკითხების მოგვარებას, მაშინ შეიქმნება ფუნდამენტური პირობები სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის“, – აღნიშნა პუტინმა.