მარინე ძაგნიძე: დღეს ისტორიული დღეა ამერიკაში. ძლიერი ამერიკა უდრის ძლიერ საქართველოს და ძლიერ დემოკრატიულ სამყაროს

“მსოფლიოს თვალი დღეს მიბყრობილია კაპიტოლიუმის შენობისკენ. დღეს ისტორიული დღეა ამერიკაში. დღეიდან დაიწყება ამერიკისთვის საუკეთესო წლების ათვლა. წარმატება მინდა ვუსურვო ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომ მან შესძლოს ყველა იმ დანაპირების შერულება, რის გამოც ის ავირჩიეთ მისმა მომხრეებმა. ამერიკაა პირველი და ეს ამ მოცემულობად უნდა დარჩეს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მსოფლიო ამერიკა რომ არ არსებობდეს. რა შავბნელი და უღიმღამო იქნებოდა
რახან გაგვეღვიძა და ცოცხლები ვართ, ესე იგი უკვე ბედნიერები ვართ და დავტკბეთ მომდევნო დღეებით და წლებით. ამერიკის მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ძლიერი ამერიკა უდრის ძლიერ საქართველოს და ძლიერ დემოკრატიულ სამყაროს. ვიმედოვნებ, რომ ტრამპის დაპირებები ცარიელ დაპირებებად არ დარჩება და მიეცემა საშუალება ბოლომდე გაიტანოს ლელო.
ღმერთმა დალოცოს ამერიკა !
ეს ცარიელი სიტყვები არაა, ესაა ის ფრაზა, რომელიც აღმომხდება ხოლმე, როცა სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე, ნათელი ბნელზე !
დღეს სხვა არაფერი არსებობს ჩემთვის, გარდა იმისა ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურო ტრამპის ინაუგურაციის პროცესს. ეს თვალები უყურებს ჰორიზონტს, სადაც ვხედავ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ბედნიერ საქართველოს და ამერიკის დამფუძვნებელ მამებთან ერთად ილია ჭავჭავაძეს და ქართლის დედას, რომელიც კვარცხლბეკიდან შეჰყურებს ახალ საქართველოს, ახალ შენებას, ახალშობილ ლამაზ, ბედნიერ, ლაღ და თავისუფალ ახალგაზრდებს, ვისიცაა აწმყოც და მომავალიც,” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ანესთეზიოლოგი, ამერიკის მოქალაქე .