ნონა ქურდოვანიძე – მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ბრძოლას

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ეს არის მზია ამაღლობელის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იმ უკანონო პატიმრობაზე, რომელშიც ის იმყოფება.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა მზია ამაღლობელი. ის თავს მხნედ გრძნობს და მზად არის ამ საქმეში იბრძოლოს. ასევე, დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ამ საქმეზე ბრძოლას. ამას აქვს ბრძოლის ფორმა და პროტესტის ფორმა სახეზეა”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მისი განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია შიმშილობის შესახებ ინფორმირებულია. ამასთან, ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ჯერ თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა