თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.
საგამოძიებო უწყება 1 დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5-ს კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედავება. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
დღესვე სასამართლო განიხილავს კიდევ ორი პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. ორივე მათგანის დაკავება თბილისის ქუჩებში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – 4 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შეიძლება არაფერი მოხდეს – კარგი ფორმულაა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ გვაქვს 5 და 6 ოქტომბერი – არ არის გამორიცხული გრძელვადიანი ბრძოლის პროცესში ჩავდგეთ