“Mikheil Kavelashvili / მიხეილ ყაველაშვილი ლეგიტიმური კითხვა მაქვს-შეიქმნა თუ არა თქვენთან შეწყალების კომისია(ვინაა თავმჯდომარე,წევრები) და რა დრო დაჭირდა 613 პატიმრის საქმის შესწავლას?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ეფუძნება “ჰუმანიზმის პრინციპს”.
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.
გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად”, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.