პროტესტი საზმაუსთან – მოქალაქეები ითხოვენ, არხის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა თანამდებობა დატოვონ

პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან – შეკრებილი მოქალაქეები მოითხოვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არხის სარედაქციო პოლიტიკაზე, თანამდებობა დატოვონ.

აქციის მონაწილეები ასევე უერთდებიან საერთო მოთხოვნებს: რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარება.

ჩვენი მოთხოვნები იმეორებს ზოგად მოთხოვნებს: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და ჩაინიშნოს ხელახალი . ჩვენი მოთხოვნაა ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელმა პირებმა დატოვონ თანამდებობა. და ასევე ვითხოვთ ეთერს, იმ ჟურნალისტებისთვის, რომელსაც კრიტიკული შინაარსის წარმოება შეუძლიათ“, – აცხადებს აქციის მონაწილე.

ვითხოვთ გადადგომას ამ პროპაგანდაზე პასუხისმგებელი პირების – ვასილ მაღლაფერიძის, თინა ბერძენიშვილის და ასევე სხვა პასუხისმგებელი პირების. გარდა ამისა, გარე ეთერებით ვაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზია“, – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს