მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა.
-ში, კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ UFC 311-ის ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მან ოქტაგონზე რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, რომ UFC-ში ორი ქართველი ჩემპიონია. მერაბ დვალიშვილი შარშან სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრისთვის ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო'მალის დაუპირისპირდა და UFC-ის ჩემპიონობა მოიპოვა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა ილია თოფურია. ის პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ის ჩემპიონობა იზეიმა. ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მან ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა“, – ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი: მოვუწოდებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება, ბავშვებისთვის წამლის შეძენასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ …

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას