Tik-Tok-ი აშშ-ში მისი ამკრძალავი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2025 წლის 19 იანვარს, ოფიციალურად ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ის გამოყენებას. პლატფორმა აკრძალვის ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.
კანონის შესაბამისად, TikTok-ის აპლიკაცია ამოღებულია Apple-ისა და Google-ის აპლიკაციების მაღაზიებიდან, ხოლო მომხმარებლებს, რომლებიც აპლიკაციას ხსნიან, შემდეგი შეტყობინება ხვდებათ:
„ბოდიში, TikTok ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი. აშშ-ში ამოქმედდა კანონი, რომელიც კრძალავს TikTok-ს. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გამოიყენებთ TikTok-ს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი ის თანამდებობას დაიკავებს. გთხოვთ დარჩით ხაზზე“.
ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვების და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს.
ამ მიზეზით, 2024 წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2025 წლის 19 იანვრიდან აშშ-ში სოციალური ქსელი აიკრძალება. კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმას არ გაყიდის.
არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს, NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „დიდი ალბათობით 90 დღეს მისცემს TikTok-ს, რათა თავიდან აიცილოს აკრძალვა აშშ-ს მასშტაბით“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან