ვიქტორ ორბანი – უკრაინამ 7 წინაპირობიდან 3 არ შეასრულა, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი

გაფართოება თეორიული საკითხი არაა. გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული იურიდიულად დეტალური პროცესი, რომელსაც წინაპირობები აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის სამიტისთვის იკრიბებიან.
მისი თქმით, უკრაინამ ევროკომისიის 7 პირობიდან 3 არ შეასრულა, რის გამოც ევროკავშირში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი არ არსებობს.
„ჩვენ უკრაინას წავუყენეთ 7 წინაპირობა და იქიდან 3 არ არის შესრულებული, ასე რომ, არ არსებობს უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზი. ჩემი შეფასებით, მეტიც არ იყო შესრულებული, თუმცა სამიც საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: თუკი არ შეასრულეთ წინაპირობები, მოლაპარაკებების დაწყების შანსი არ არსებობს“, – აღნიშნა ორბანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – გაფართოებულ კრებას სინოდი სრული შემადგენლობით ესწრება – პატრიარქობის კანდიდატებმა სიტყვა უკვე წარმოთქვეს და შეკრებილ საზოგადოებას თავისი ხედვა გააცნეს – ახლა სიტყვას დელეგატები იტყვიან, რის შემდეგაც კენჭისყრა დაიწყება