მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.
მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს