ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებითა და ე.წ. ბალაკლავებით მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ

„არა პოლიციურ რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას!“ – ამ სლოგანით ამ წუთებში ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან მიდიან და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი.
მსვლელობის მონაწილეებს უკეთიათ ე.წ. „ბალაკლავა“ და ნიღაბი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს და დაუმორჩილებლობას უცხადებენ ე.წ. ოლიგარქიულ რეჟიმს და იმ კანონს, რომელიც საჯარო სივრცეში „ბალაკლავას“ ტარებას კრძალავს.
მათივე განმარტებით, ასეთი აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან აქციების დროს დაკავებულები და არ დაინიშნება .

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან