ერთ-ერთი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 4%-მდეც ვერ მივა, შესაბამისად მიმდინარე წელი ძალიან მძიმე იქნება და ყველა ინდუსტრიაზე აისახება – კახა შარაბიძე
თბილისში, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში Freebusiness.ge კონფერენცია იმართება. კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი BLB-ს დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ გააკეთა.
„ყველა ეკონომიკური კვლევა აჩვენებს რომ პოლიტიკურ ვითარებას დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე. ალბათ დიაგნოზი უნდა დავსვათ, რომ დავიწყოთ მისი მკურნალობა.
ერთ-ერთი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 4%-მდეც ვერ მივა, ეს ნაკლებია იმაზე ვიდრე დაგეგმილი იყო, შესაბამისად მიმდინარე წელი ძალიან მძიმე იქნება და ყველა ინდუსტრიაზე აისახება“, – აღნიშნა კახა შარაბიძემ.
